თბილისის სამხატვრო აკადემიის ეკლექტური არქიტექტურის მქონე შენობა კლასიცისტურ, ისლამურ და ბაროკოულ სტილს აერთიანებს, ხოლო შენობის ერთ ნაწილში აღმოსავლური მინიატურების გამოყენებით ყაჯარულ სტილში მოწყობილი სარკეებიანი დარბაზებია, რომლებიც, მკვლევართა აზრით, თბილისში მომუშავე ირანელმა ოსტატებმა შექმნეს!

Continue reading სამხატვრო აკადემიის სარკეებიანი დარბაზი

იცოდით რომ თბილისში არსებობს აბრეშუმისადმი მიძღვნილი ერთ-ერთი უძველესი მუზემია?  ცაბაძის 6 ნომერში შეგიძლიათ იხილოთ სხვადასხვა პერიოდის (XIX ს. ბოლო-XX ს.) და ქვეყნის წარმოების ქსოვილები, როგორც კუსტარულად დამზადებული, ასევე ფაბრიკული წარმოების. მაგალითად, კავკასიის ხალხთა საოჯახო რეწვის ნიმუშები, 1888 წ. შეგროვებული ნ. შავროვის მიერ, ფაბრიკული წარმოების ფრანგული ქსოვილის ნიმუშების კოლექცია (ნ. შავროვის მიერ ლიონიდან და პარიზიდან ჩამოტანილი), გერმანული…

Continue reading აბრეშუმის მუზეუმი

ნარიყალის გაყოლებაზე,  არის ყოფილი ციხე-კოშკის (ის დამოუკიდებელ სიმაგრედ ითვლებოდა) ნაშთები (განსაკუთრებით ბოტანიკურიდან ჩანს, ჩანჩქერის მაღლა არსებული ხიდის თავზე) ერქვა შაჰ-ტახტი, იგივე შაჰის ტახტი. გადმოცემით იქ არაბების დროიდან იყო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძველი ობსევატორია. ამავე ადგილიდან აკონტროლებდნენ თბილისს, რადგან წარმოადგენს ყველაზე მაღალ წერტილს თბილისში.

Continue reading შაჰ-ტახტი

ლეღვთახევი გამოყოფდა თბილისის უძველეს უბანს კალას საკუთრივ ქალაქისაგან (ახლანდელი აბანოების უბანი). გვიანდელი ფეოდალური ხანის წყაროებში გვხვდება აგრეთვე ლეღვთახევის სხვა სახელწოდებები: წავკისისხევი, სალალაკისხევი (მდინარე წავკისწყლის ანუ სალალალისწყლის სახელის მიხედვით) და დაბახანა (ლეღვთახევში გამომდინარე გოგირდის წყალში ტყავს ამუშავებდნენ მეტყავე-დაბაღები, აქედან – სახელწოდებაც დაბახანა). XIX საუკუნეში ლეღვთახევში ბოტანიკური ბაღი გაშენდა. 2012 წელს განხორციელდა ლეღვთახევის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია.

Continue reading ლეღვთახევი

თუ მოგენატრათ საბჭოთა კავშირი, იმ დროინდელი ინტერიერი, რადიოლა, მაშინ უნდა ესტუმროთ კაფე CCСР-ს. აქ დაგხვდებათ სასიამოვნო გარემო, საინტერესო ინტერიერი საბჭოთა კავშირის სტილში გადაწყვეტილი, ძველი აქსესუარები და რაც მთავარია უგემრიელესი კერძები. ამ ყველაფერთან ერთად, სიმღერის მსურველებს კარაოკე ფართიც შეუძლიათ მოაწყონ. რაც შეეხება, მომსახურე პერსონალს, ამ კაფეში ძალიან ყურადღებიანი და მომღმარი მიმტანები დაგხვდებათ. მის: ქ. თბილისი, ქიაჩელის…

Continue reading კაფე CCСР

“ეთნო-წისქვილის” სანადიმო დარბაზი წარმოადგენს ძველისა და უახლესის გასაოცარ შერწყმას. თანამედროვე დიზაინითა და ძველი სამუზეუმო ექსპონატებით დამშვენებული დარბაზი მოგხიბლავთ კოსტუმირებული პერსონალით, ლაივ ბენდით და ტრადიციულ ელემენტებზე დაფუძნებული ქართული ცეკვების მიქსით. “სანადიმო დარბაზი” საუკეთესო ადგილია მეგობრული თუ კორპორატიული საღამოებისთვის.  

Continue reading ეთნო წისქვილი / Tsiskvili

ხმაურიანი თბილისის შუაგულში პატარა იმერული ეზო. სასიამოვნოატმოსფერო, ყურადღებიანი პერსონალი, გემრიელი იმერული კერძები და რაც მთავარია თავისუფალი პარკინგი.  

Continue reading სორმონი / Sormoni

დარწმუნებული ვარ ბევრი რომც ეძებოთ ასეთლამაზ რესტორანს ვერც თბილისსა და ვერც მის გარშემო ვერ ნახავთ. ზემო წყნეთში უალამაზეს ადგილას აუზითა და ლამაზი ინტერიერით გაფორმებულ გარემოში შეგიძლიათ მიირთვათ უგემრიელესი საჭმელი.  გასაკვირია მაგრამ ასეთ უცხო და ლამაზ გარემოში თავს მაინც სახლში გრძნობთ- რადგან რესტორანი ერთ დიდ სახლს გავს.    

Continue reading Chops By The River

7 ივნისს, 17:00 საათზე, ბათუმში, საოცრებათა მოედანზე ამერიკული ჯგუფის  Maroon 5-ის კონცერტი გაიმართება აღნიშნული კონცერტი, მასშტაბური პროექტის „Check in Georgia”-ს ნაწილია, რომელიც მასშტაბურ კულტურულ ღონისძიებების სერიას მოიცავს. პროგრამა ყოველწლიურად გაფართოვდება და ტრადიციად იქცევა. აღნიშნული პროექტის განხორციელების მიზანია საქართველო გახდეს რეგიონის კულტურული ცენტრი “Check in Georgia” თავს მოუყრის ქართველ და უცხოელ შემსრულებლებს, მოიცავს 35 ფესტივალს, რომლებიც…

Continue reading Maroon 5 ბათუმში იმღერებს